“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის და თბილისის მერის, კახა კალაძის სპორტსმენთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის შესახებ ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა.
როგორც ქადაგიძე წერს, თემა გამოელიათ და ახალი იდიოტობა გამოაცხვეს.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიო მასთან იღებს ფოტოებს, დაწყებული მსახიობებით, დამთავრებული პოლიტიკოსებით და რა გაუკვირდათ.
“თემა გამოელიათ და ახალი იდიოტობა გამოაცხვეს - ხაბიბ ნურმაგომედოვთან ფოტოები რატომ გადაიღო კახიმ და ირაკლიმო?!
მთელი მსოფლიო მაგასთან იღებს ფოტოებს, დაწყებული მსახიობებით, დამთავრებული პოლიტიკოსებით და რა გაგიკვირდათ, თუმცა თემები შემოგელიათ და ახალი მავნებლობა, ხომ უნდა გამოაცხოთ?!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.