დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ რა თქმა უნდა ძლიერია, მაგრამ სიმართლე უფრო ძლიერია და ის დოკუმენტები - საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ნებისმიერ დეზინფორმაციას გააცამტვერებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ის რომ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს არა მხოლოდ ჩვენი სტატისტიკის უწყება, ან ეკონომიკის სამინისტრო, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, ნიშნავს იმას, რომ სწორი პოლიტიკით მიდის დღევანდელი ხელისუფლება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.3 პროცენტია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში