საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევრო 2024-ზე საქართველოს ღირსეულ ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის კარგი ფეხბურთისთვის და აღნიშნავს, რომ მათ ყველას აჩვენეს ის, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია!
მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა!
„მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია!
პირველი გოლი საქართველოსი იყო. პირველი ტაიმი ფრედ დავასრულეთ. ულამაზესი მომენტები შექმნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევაში. უძლიერესი დარტყმები მოიგერია ჩვენმა, უკვე ლეგენდარულმა მეკარემ. თამაშებზე საოცარი მუხტი აჩვენეს გულშემატკივრებმა!
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა!
ჩვენ მალე დავბრუნდებით!!! დავბრუნდებით უფრო ძლიერად!“-წერს არჩილ თალაკვაძე.