საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებას „ევროსპორტი“ ვრცელ სტატიას უძღვნის.
„ვილი სანიოლის ჯვაროსნები პირველი 15 წუთი, მეტოქის საჯარიმოზე გადასვლასაც ვერ ახერხებდნენ, თუმცა მათი პირველივე კონტრშეტევა მე-18 წუთზე რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით დასრულდა. ესპანელებმა შოკიდან გამოსვლა მალევე შეძლეს და საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხეს, რითაც პირველ ევროტურნირზე ქართველების ზღაპრული დებიუტი დაასრულეს“, - ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.