საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევრო 2024-ზე დადებითად შევაფასებ, რადგან ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ და ასეთი დონის მეტოქესთან ვიბრძოლეთ.
პირველ ტაიმში ბოლო წუთებზე გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა. ჩემი აზრით, მათი გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მამარდაშვილზე მორატა მოქმედებას ახდენდა.
ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილება დაგვაკლდა, მაგრამ ესეც მოდის და ვეცდებით, წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ დიდ ტურნირებზე, იმიტომ, რომ ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ.
გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა უნდ გადავუხადო. არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ალბათ ბევრს არ ეგონა, ჯგუფიდან რომ გავიდოდით. ასე ერთიანად და ერთმანეთის გვერდში დგომით, ჩემი აზრით, ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.