ლევან ვასაძე საქართველოში ფულადი გზავნილების საკითხს რელიგიური ფაქტორით ხსნის [VIDEO]

ლევან ვასაძე საქართველოში ფულადი გზავნილების საკითხს რელიგიური ფაქტორით ხსნის [VIDEO]

"საოცარი დამთხვევაა ათეისტისთვის და საოცარი ნიშანია მორწმუნე ადამიანისთვის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 70% იმ დოვლათისა, რომელიც იგზავნება საქართველოში უცხოეთიდან, მოდის მართლმადიდებლურ ქვეყნებზე,"- აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე.

ვასაძე ემიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე პრეზენტაციით წარდგა, რომელიც დღეს, 18 დეკემბერს "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“, სახელმწიფო მინისტრის დიასპორების საკითხებში და პარლამენტის “დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის” ეგიდით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზში გაიმართა. 

ვასაძის თქმით, ის, რომ სწორედ მართლმადიდებელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე ბევრი ფულადი გზავნილი, შემთხვევითი არ არის. 

"ვინმე იტყოდა, რომ ეს უაკვშირდება იმას, რომ რუსული იციან და ამიტომ მიდიან რუსეთში. თუმცა ამ არგუმენტს სრულიად აბათილებს საბერძნეთის ფაქტორი, რომელიც მეორე ადგილზე დგას რუსეთის მერე მატერიალური დოტაციით საქართველოში. ვიფიქროთ, რატომ ხდება ასე, რა, განა საბერძნეთი აშშ-ზე და იტალიაზე უფრო მდიდარია? თუ აქ რაღაც სხვა მიზეზებია, რომელზეც საუბარი გვეკრძალება შხამიანი იდეოლოგიის გამო?!"- ამბობს ვასაძე. 

კონფერენციას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, უმრავლესობის წევრი გუბაზ სანიკიძე და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.