სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს, რომ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.