მამუკა მდინარაძე: ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ბრძოლის

მამუკა მდინარაძე: ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ბრძოლის

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს, - ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

მდინარაძე ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ანთებული თვალებით დადის ხალხი, რაც შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა.

„ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა! ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა! დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს!!!
გამარჯვება ბიჭებო!!!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მერაბ.g რად წითლიძემ და ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში გააკეთეს, ეს იგივეა დღევამდელი მსაჯი გამაზო - საქართველოს კარში ორი პენალტი დანიშნეო; ამას აკეთებდნენ მეცოცხეთა წინაპრები ყორღანაშვილი, შადიმანი, ბერბიჭაშვილი, ორჯონიკიძე, მახარაძე, გაქცეული მენშევიკური მთავრობის მთელი შემადგენლობა!
წითლიძისა და გეჟაშვილის სულისკვეთებისანი არიან სააკაშვილი, ხაზარაძე, ჭუჭუ, გვარამია, სამადაშვილი, მელია, გუბაზი, ბერძენიშვილი ... როგორც ერეკლე იტყოდა "ჰკა მაგ წუნკლებს!" ...
4 თვის უკან