გუნდი პროგრესირებს. შესაძლებელია ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში, - ამის შესახებ დინამო თბილისის აკადემიის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ განაცხადა.
მან ეროვნული ნაკრების წარმატებაში ფეხბურთის ფედერაციისა და დინამოს აკადემიის წვლილზე ისაუბრა.
„ეს პროცესები ევროპის ჩემპიონატზე არ დაწყებულა. ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი შრომა. ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ შრომატევად სამუშაოს ხაზი მინდა გავუსვა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრესი პირველ ერთა ლიგაზე ჩატარებული თამაშებიდან მომდინარეობს. საქართველოს ნაკრების წარმატებაში რა თქმა უნდა დინამოს აკადემიის წვლილი არის საკმაოდ დიდი, რადგან ნაკრების 70% შეადგენს დინამოს აკადემიის მიერ აღზრდილი ფეხბურთელებ“, - აღნიშნა გვანცელაძემ.
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.