პოპულარულმა ინტერნეტპორტალმა Whoscored-მა წარმოადგინა გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 23 წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები. გუნდში საქართველოს ნაკრებიდან სამი, ესპანეთიდან ორი, ასევე თითო-თითო მოთამაშეა ნიდერლანდების, სერბეთის, იტალიის, პორტუგალიის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებიდან.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სრული სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.75).
მცველები: ლიუტსხარელ გერტრეიდა (ჰოლანდია, 6.23), სტრაჰინია პავლოვიჩი (სერბეთი, 7.12), რიკარდო კალაფიორი (იტალია, 6.89), ნუნო მენდეში (პორტუგალია, 7.15).
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, 7,18), პედრი (ესპანეთი, 7,11), ჯამალ მუსიალა (გერმანია, 7,77), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7,24).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (საქართველო, 7.42), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 7.15).