ირაკლი კობახიძე:  ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად

ირაკლი კობახიძე:  ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს დასავლეთს და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას.

„ჩვენი ამოცანაა, ეს სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკური რესურსი. ციფრებში შეიძლება საუბარი, თუმცა ზოგადი სახით ვიტყვი, რომ პოტენციალი არის ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რომ ჩვენ თუნდაც იმ მასშტაბური პროექტებით გაგვიჭირდეს, ყოველწლიურად დავეწიოთ ამ პოტენციალს. მთავარია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი იყოს ათვისებული. პოტენციალი არის დიდი, ჩვენ უნდა მაქსიმალურად ავითვისოთ ის დამაკავშირებელი ფუნქციას, რომელსაც საქართველო ასრულებდა მით უმეტეს, ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ეს პოტენციალი კიდევ უფრო მეტად იზრდება",- განაცხადა პრემიერმა.