საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეკარე გახდა მოგერიებების რაოდენობით. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
წყაროს ცნობით, მამარდაშვილმა სამ მატჩში 21-ჯერ მოიგერია ბურთი და ოთხი გოლი გაუშვა. რაც ასევე იმეორებს 2004 წლის კონტინენტის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლატვიელი მეკარის ალექსანდრ კოლინკოს რეკორდს.
მეორე ადგილზე რუმინეთის ნაკრების მეკარე ფლორინ ნიცეა, რომელსაც 13 მოგერიება აქვს. მესამე ადგილი ხუთმა მეკარემ გაიყო: ჯანლუიჯი დონარუმამ (იტალია), ბარტ ვერბრუგენმა (ნიდერლანდები), ანგუს განმა (შოტლანდია), კოენ კასტელსმა (ბელგია) და მარტინ დუბრავკამ (სლოვაკეთი).