ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც ერთი პროცენტი არის შანსი, ყველაფერს შეძლებ. ეს დავაზუსტეთ და ჩვენი ძალა ყველას ვაჩვენეთ.