ბორელი გადაიქცა ადამიანად, რომელმაც თავისი სიძულვილი ვერ დამალა საქართველოსთან მიმართებაში ერთი უბრალო მიზეზით - მან ნახა რომ საქართველოში ვერ დამყარდა ის მათთვის სასურველი ვასალური ხელისუფლება რომელსაც თავის ჭკუაზე ათამაშებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან პოლიტიკოსები გადაიქცნენ სამარცხვინო მტრებად, რომლებიც საქართველოს ემტერებიან.
„ერთი არგუმენტი, ფაქტი ხომ უნდა დაასახელოს ვიღაცამ, რატომ არ მოსწონთ არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ ის არის მათი ყურმოჭრილი მონა და მათ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს.
„ვიცით, რომ ოპოზიციას არც ფაქტები, არც მტკიცებულებები არ გააჩნია და ტრაგი-კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. მათი არგუმენტი, რომ 300 ათასი ხმა მოჰპარეს, რას ჰქვია 300 ათასი ხმა მოჰპარეს, სად იყვნენ აქამდე, რას აკეთებდნენ მაშინ მათი წარმომადგენლები უბნებზე, რას აკეთებდნენ მათი წარმომადგენლები ცესკოში?! ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორც ჩანს დონორებისგან მიღებული ფულის გაპრავება სჭირდებათ“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.