საოცრება იყო მართლა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ყველა გულშემატკივარი, ყველა ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წარმატება უხარია, ბიჭების წარმატება უხარია დღეს არის უბედნიერესი. საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა. გული და სული ჩადეს, ძალიან მაგრად ითამაშეს. მინდა, რომ ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა ქომაგობისთვის, მხარდაჭერისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.