სოციალურ ქსელში იტალიის ჩემპიონატის Serie A-ს ოფიციალური გვერდი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.
„ხვიჩა კვარაცხელია - ვარსკვლავბიჭუნა“, - წერს Serie A-ს ოფიციალური გვერდი.
ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას მეორე წუთზე გოლი გაუტანა. ამ დროისთვის ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 1:0-ია.