აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ თეთრ სახლსა და ფედერალურ სააგენტოებს შეუძლიათ კვლავ მოსთხოვონ სოციალური მედიის პლატფორმებს, წაშალონ ის კონტენტი, რომელსაც მთავრობა დეზინფორმაციად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს შეუძლია გააგრძელოს სოციალური მედიის პოსტების მონიშვნა, რომლის უკან, მისი აზრით, უცხოური აგენტები შეიძლება იდგნენ.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სოციალური მედიის პლატფორმები, წაეშალათ პოსტები, რომლებიც შეიცავს დეზინფორმაციას ვაქცინების, Covid-19 პანდემიისა და 2020 წლის არჩევნების შესახებ.