ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში და თუ მათ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს და არცერთ სხვა ხალხებს, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს, თუ ქვეყნებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტის გამო ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე კენჭისყრის ხვალისთვის გადატანასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის შეთავაზებას.
„კი ბატონო, ასე წავიდეთ. ჩვენ ხვალ ორი კენჭისყრა გვექნება. ასე რომ, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, ნამდვილად არ დავტოვებთ ისე, რომ გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, დაინახოს მათმა ამომრჩეველმა, ვის მხარეს დგანან, დგანან ისინი საქართველოს მხარეს, თუ დგანან იმ ჯგუფების მხარეს, რომლის იმედიც აქვთ მათ, როგორ ჩანს და მათი ზურგით უნდათ, რომ მოხვდნენ ხელისუფლებაში. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და თუ მათ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს და არცერთ სხვა ხალხებს, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და თუ ქვეყნებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.