ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა სურს. ის ატარებს პოლიტიკას, რომლითაც არაერთი ჩვენი „გულშემატკივარი“ ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბიძინა ვანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას.
„მისი მხრიდან ნებისმიერი ასეთი განცხადება არასერიოზულია, ფასი და ღირებულება აბსოლუტურად არ აქვს, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა მიზნებს და ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები, გონჩარენკო კი მათი ერთ-ერთი რუპორია“, - აღნიშნა მიქანაძემ.
უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პუტინის დავალებით ანადგურებს.