ჯეფრი საქსი: აშშ მიდის ომებში განმეორებით, უკანონოდ, რაც გააკეთა ავღანეთში, შემდეგ ერაყში, შემდეგ - სირიაში, ამის შემდეგ, ნატოსთან ერთად დაბომბა ლიბია, შემდეგ კი რაც გააკეთა კიევში 2014 წელს

ჯეფრი საქსი: აშშ მიდის ომებში განმეორებით, უკანონოდ, რაც გააკეთა ავღანეთში, შემდეგ ერაყში, შემდეგ - სირიაში, ამის შემდეგ, ნატოსთან ერთად დაბომბა ლიბია, შემდეგ კი რაც გააკეთა კიევში 2014 წელს

მე ძალიან ბევრი რამ ვიცი შეერთებულ შტატებზე, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველი ომი ევროპაში, იყო აშშ-ის მიერ ბელგრადის დაბომბვა 78 დღის განმავლობაში, რათა შეეცვალა ევროპული სახელმწიფოს საზღვრები. იდეა იყო ის, რომ დაეშალათ სერბეთი, რათა შეექმნათ კოსოვო, როგორც ანკლავი და შემდეგ განელაგებინათ "ბონდსტილი", რომელიც ნატოს უმსხვილესი სამხედრო ბაზაა სამხრეთ-დასავლეთ ბალკანეთში, -  ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, ბრიტანელი ტელეწამყვანის, პირს მორგანის გადაცემაში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის რეპლიკას იმის შესახებ, რომ ის უფრო მეტად პუტინის მსოფლმედველობას ითვალისწინებს, ვიდრე იმ უხეშ რეალობას, რომლითაც პუტინმა ომი წამოიწყო. 

პროფესორის თქმით, კლინტონის პრეზიდენტობისას აშშ-მა დაიწყო ქმედებები, რომლის მიხედვითაც, მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნების დაბომბვა, საზღვრების შეცვლა. შესაბამისად, საქსს მოჰყავს იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც შტატებმა სამხედრო ჩარევა განახორციელა, მთავრობების შეცვლის მიზნით, ზოგიერთ სამხედრო ოპერაციაში კი ნატოც მონაწილეობდა. 

“აშშ-მა დაიწყო ეს კლინტონის პრეზიდენტობის დროს - ჩვენ მოვშლით საზღვრებს, ჩვენ უკანონოდ დავბომბავთ სხვა ქვეყანას. ჩვენ არ გვქონდა გაეროსგან უფლებამოსილება, ეს იყო ვციტირებ - "ნატოს მისია, რომ ეს გაეკეთებინათ." ვიცი, რომ აშშ მიდის ომებში განმეორებით, უკანონოდ, რაც გააკეთა ავღანეთში და შემდეგ ერაყში; შემდეგ კი სირიაში, რომელიც იყო ობამას ადმინისტრაციის, განსაკუთრებით კი ობამას და ჰილარი კლინტონის დავალება CIA-ს მიმართ, რომ დაემხო ბაშარ ალ ასადი. ამის შემდეგ კი რაც გააკეთა ნატოსთან ერთად, უკანონოდ დაბომბა ლიბია, რომ ჩამოეგდო მუამარ კადაფი. შემდეგ რაც გააკეთა [აშშ-მა] კიევში, 2014 წელს. მოხდა ისე, რომ მე ზოგიერთი რაღაც საკუთარი თვალით ვნახე - აშშ-მა ჩამოაგდო იანუკოვიჩი მემარჯვენე უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ჩვენ დავამხეთ პრეზიდენტი. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ იანუკოვიჩი ჩამოვაგდეთ მეორე დღეს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას მასთან, რომ დაენიშნა ვადამდელი არჩევნები. ეროვნული ერთიანობის მთავრობა და ორივე მხარის მიერ დათმობა იყო შეთანხმებული, შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, ჩვენ არ ვართ თანახმა. ისინი შტურმით შევიდნენ სამთავრობო შენობებში და გადააყენეს იანუკოვიჩი. რამდენიმე საათში კი აშშ ამბობს: დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ მთავრობას. აშშ-ს არ უთქვამს, რომ ჩვენ გვქონდა შეთანხმება და რაც თქვენ გააკეთეთ არაკონსტიტუციურია. ასე რომ, ჩვენ დავამხეთ მთავრობა იმ დაპირების საპირისპიროდ, რაც ევროკავშირმა გასცა და სხვათა შორის, ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ რუსეთი, აშშ და ევროკავშირი. აშშ-მა კი რამდენიმე საათის შუალედში, მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალებას.” - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.