„იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო იტალიაში მის სახლში მომხდარი შეიარაღებული ძარცვისას დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
57 წლის ფეხბურთელის ვილაში ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე 5 ადამიანი შეიჭრა.
მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ევროპის ჩემპიონატს, იტალია-ესპანეთის თამაშს უყურებდა.
ვეტერანი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე ნაკერები დაადეს.
ფეხბურთელის ოჯახიდან ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმცა, ინციდენტის შემდგომ შეშინებულები არიან.
იტალიურმა პოლიციამ მომხდართან დაკავშიებით გამოძიება დაიწყო.