მე ვფიქრობ, რომ ახლა მიდის ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციების დაშანტაჟება, რომ საქართველოში არ იმუშაონ და შემდეგ ეს საქართველოზე შემოტევის ახალ საბაბად აქციონ, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკულ განცხადებას.
„მათი ეს პოზიცია საზოგადოებაში ბადებს დამოკიდებულებას, რომ ეს მართლა ხომ არ არის ფერადი რევოლუციების განხორციელების რბილი ძალა, რითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაკავებულები. მაშინ უნდა თქვან, რომ ამერიკელი ხალხის ფული ქვეყანაში არაკონსტიტუციური ქმედებების დაფინანსებას ხმარდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს აკრიტიკებს. სენატორი ახადებს, რომ ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას შეაფერხებს.