ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონი გამოყენებულია საბაბად, რომ საქართველოზე მოახდინონ ზეწოლა

ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონი გამოყენებულია საბაბად, რომ საქართველოზე მოახდინონ ზეწოლა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, საქართველოს მიმართ კანონის მიღების გამო განსაკუთრებული აგრესია ორი მიზეზის გამოა, ერთ-ერთი მიზეზი კი ამ თემის საბაბად გამოყენებაა, რომ საქართველოზე ზეწოლა მოახდინონ.

„რატომ არის ეს გაღიზიანება და შემოტევა საქართველოზე? ორი მიზეზის გამო: 1. როგორ გაბედა და საქართველომ ეს კანონი მიიღო ვიღაცისგან დაუკითხავად. მეორე - ეს კანონი გამოყენებულია საბაბად, რომ საქართველოზე მოახდინონ ზეწოლა, სხვადასხვა მიმართულებების გამო, რა პოლიტიკასაც საქართველო ახორციელებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.