გიორგი მსხილაძე: ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში და უბრალო უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს

გიორგი მსხილაძე: ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში და უბრალო უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს

კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია აქვს ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც ბოლო ცვლილებების თანახმად, აირჩევა 7 წევრი უბრალო უმრავლესობით, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის, ამასთან, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, მიუხედავად ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულიყო საარჩევნო კანონმდებლობაში.

„თქვენ როგორც იცით პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება- 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მიიღება ცესკოში გადაწყვეტილება. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მეტ ლეგიტიმაციას მატებდა როგორც ცესკოს, ასევე თვით არჩევნებს, შესაბამისად, ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას ხელს, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში და უბრალო უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ბოლო ცვლილებების თანახმად, აირჩევა 7 წევრი უბრალო უმრავლესობით, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური.

თქვენ იცით, რომ ვეტოს დაძლევას სჭირდება 76 ხმა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხმების ეს რაოდენობა, მაგრამ ერთი მინდა დავამატო, რომ როგორც ეუთო/ოდირი, ისე ვენეციის კომისია დასკვნებში მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ, ზოგადად, მიუღებელია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კანონში და კოდექსში, იმიტომ, რომ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს და სწორედ ეს იყო პრეზიდენტის მოტივაცია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს დაადო ვეტო“, - განაცხადა მსხილაძემ.

მერაბ.g ასეთი ლენჩი იშვიათად მინახავს; ჯერ იყო და "იმიტომ" დღეს 9 17-ის 2/3-აო; რომ თხოულობ საკონსულტაციო საბჭოს, ასეთი რომ არსებობდა პრეზ-ტან და 3 წლის წინ ასოებმა ბოიკოტი რომ გამოუცხადესო? ეს არ ვიცოდიო; დღეს რა გარანტიაა რომ იმუშავებენო - აბა რა ვიციო ...ხმათა 2/3-ით გადაწყვეტილება რომ ვერ მიიღოს, ცესკომ მუშაობა შეწყვიტოსო? რა ღმერთი გაუწყრებათ როგორ ვერ მიიღებენო... მოკლედ, რაც პრეზ-ი, ის წარმომადგენელი
4 თვის უკან