დავით მათიკაშვილი კანადაში გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სრულიად აბსურდულია ლოგიკა, თითქოს ამ კანონმა შეიძლება დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

დავით მათიკაშვილი კანადაში გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სრულიად აბსურდულია ლოგიკა, თითქოს ამ კანონმა შეიძლება დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სრულიად აბსურდულია ლოგიკა, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შეიძლება დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, - ასე აფასებს დავით მათიკაშვილი კანადაში გამჭვირვალობის კანონის მიღებას. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე აცხადებს, რომ ქართული კანონის მიმართ სუბიექტური მიდგომა არსებობს.

„აუხსნელი მოცემულობაა, სადაც პატარა ქვეყნის მცდელობა საკუთარი სახელმწიფო დაიცვას, გააძლიეროს სუვერენიტეტი და დემოკრატია და საზოგადოება გახადოს მეტად ინფორმირებული NGO-სექტორში შემოდინებული თანხების შესახებ, თითქოს არის დემოკრატიისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა და ძირის გამოთხრა. ეს არის აბსურდი და ამ აბსურდს წერტილი უნდა დაესვას“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა.