კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონს საქართველოში ბრიტანეთისა და ავსტრიის ელჩები აფასებენ. ბრიტანეთის ელჩმა კანონის განხილვის ხანგრძლივობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათმა სახელმწიფომ 5 წელი დაუთმო მსჯელობას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ სწორ კანონმდებლობას იღებდნენ.
„ეს კანონი არ არის ძალაში დიდ ბრიტანეთში, რადგან ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიის შუაგულში და, რეალურად, კანონი არ არის ძალაში. ამ კანონის წინა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთი შეეცადა სკრიპალების მოკვლას დიდ ბრიტანეთში. ამის საპასუხოდ მე გამომაგდეს მოსკოვიდან. პარლამენტმა გამოიძია ეს თავდასხმა და 2019 წელს გამოქვეყნდა ანგარიში. 2020 წელს ეს ანგარიში იქნა გამოქვეყნებული და პარლამენტმა უპასუხა. კანონმდებლობა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას გაერთიანებულ სამეფოში, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენთან ჯერ არის ძალაში რეესტრი, რომელიც ამას ასახავს. თავდასხმიდან 5 წელია გასული, რაც ნიშNავს ხუთწლიან დებატებს და კონსულტაციებს მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან რათა დავრწმუნებულიყავით, რომ სწორი კანონმდებლობა მიგვეღო“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.
ავსტრიის ელჩმა კი კანადის კანონი არ შეაფასა და საქართველოს კანონთან მიმართებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე არ ვიცი კანადის კანონი, თუმცა შემიძლია კომენტარი გავაკეთო საქართველოს კანონზე. ვენეციის კომისიამ მკაფიო განცხადება გააკეთა ამ კანონზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თომას მიულმანმა.