მარიამ ლაშხი: მალე მთელი მსოფლიო შეთანხმდება, რომ უცხოური გავლენები გამჭვირვალე იყოს, ამის ფონზე კი საქართველოში ვნებათაღელვას ვხედავთ

მარიამ ლაშხი: მალე მთელი მსოფლიო შეთანხმდება, რომ უცხოური გავლენები გამჭვირვალე იყოს, ამის ფონზე კი საქართველოში ვნებათაღელვას ვხედავთ

გეოგრაფიული არეალი იზრდება, აღნიშნულ კანონს აქვს გაფართოება და მალე მთელი მსოფლიო შეთანხმდება, რომ უცხოური გავლენები გამჭვირვალე იყოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას.

„ჩვენ ამის ფონზე საქართველოში ვნებათაღელვას ვხედავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ბევრი ინანებს იმ დაპირისპირებას, რაც ამ კანონს მოჰყვა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.