ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.