ირაკლი კობახიძე: საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის

ირაკლი კობახიძე: საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის

საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე ელოდება, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები.

„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის. იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე  ვფიქრობ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გააზრებული", - განაცხადა პრემიერმა.