აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი თათია მელაშვილი გიორგი ვაშაძეს: უარყოფით ეპითეტად გამოსაყენებელი არ არის აუტისტი, ამისთვის მშობლები, ოჯახები ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი თათია მელაშვილი გიორგი ვაშაძეს: უარყოფით ეპითეტად გამოსაყენებელი არ არის აუტისტი, ამისთვის მშობლები, ოჯახები ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის

უარყოფით ეპითეტად გამოსაყენებელი არ არის აუტისტი. ამისთვის მშობლები, ოჯახები და საზოგადოების კიდევ ბევრი წარმომადგენელი ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის, - ამგვარად მიმართავს სოციალურ ქსელში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი თათია მელაშვილი გიორგი ვაშაძეს, რომელმაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „აუტისტად“ მოიხსენია.

„დღეს ვიკა ბუკიასთან გადაცემაში, გოგიტა ვაშაძე კობახიძეზე საუბრობდა და „აუტისტი ადამიანი"-თ შეამკო.

პოლიტიკოსებო, ვინც როგორ გინდათ, ისე ამკეთ ერთმანეთი. არცერთს არ გიჭირთ ეგ ამბავი.

აუტისტი, ბატონო გოგიტა, არ ნიშნავს რომ არ უნდა კომუნიკაცია ადამიანებთან (როგორ კონტექსტშიც თქვენ მოიხსენიეთ). ამიტომ, 1. ჯერ ამ ნოზოლოგიაში გაერკვიეთ კარგად და უმჯობესი იქნება შემდეგ ისაუბროთ. 2. უარყოფით ეპითეტად გამოსაყენებელი არ არის ა უ ტ ი ს ტ ი. ამისთვის მშობლები, ოჯახები და საზოგადოების კიდევ ბევრი წარმომადგენელი ძალიან ბევრს ვშრომობთ, ასეთი მიდგომა რომ გავაქროთ საზოგადოებიდან. გარკვეული წინსვლაც არის ამ მხრივ და იმედია პოლიტიკოსები, მოხმარების ნაცვლად, ხელს მაინც არ შეგვიშლით. და 3. ჩემი აზრით, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის", - წერს თათია მელაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.

Gami ვაშაძე- ფურუნკული/ ოპოზიცია/ გასკდა! აი, ეს არის სინამდვილეში მათი "ევროპული ფასეულობები"!🤮🤮🤮
4 თვის უკან