აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, ბელარუსის შემთხვევაში 32.80, რუსეთის შემთხვევაში კი 39.49 პროცენტია - სამარცხვინო მიდგომაა!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, ბელარუსის შემთხვევაში 32.80, რუსეთის შემთხვევაში კი 39.49 პროცენტია - სამარცხვინო მიდგომაა!

საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო პოლიტიკა არის კაბალური და დამამცირებელი, ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება პარტნიორობის შინაარსს,  - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს.

აბაშიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბელარუსის და რუსეთის შემთხვევაში, ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებლები უფრო დაბალია. მისი განცხადებით, მოკავშირე საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა სამარცხვინოა.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო პოლიტიკა არის კაბალური და დამამცირებელი, ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება პარტნიორობის შინაარსს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, როცა ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი. სახდეპის სტატისტიკაში ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც კანონის უზენაესობა თითქმის არ არსებობს და კრიმინოგენური მდგომარეობა უმძიმესია, თურმე ამერიკულ ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მოკავშირე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამარცხვინო მიდგომაა!" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.