თამთა მეგრელიშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩვენ გვიწუნებს ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ, როცა აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა დაახლოების 575 მილიარდი აშშ დოლარია და ჩინური ინვესტიცია შტატებში 35 მილიარდ დოლარს აჭარბებს

თამთა მეგრელიშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩვენ გვიწუნებს ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ, როცა აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა დაახლოების 575 მილიარდი აშშ დოლარია და ჩინური ინვესტიცია შტატებში 35 მილიარდ დოლარს აჭარბებს

„ხალხის ძალამ“ საზოგადოების პოლიტიკურ-კულტურული გარდატეხა მოახდინა და მის მიერ გავრცელებული წერილების მიმართ საზოგადოების ნდობა მარალია, იმიტომ, რომ საზოგადოება ენდობა ამ წერილებს - ჩვენ მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილი თითოეული თემა საბოლოო ჯამში ფაქტობრივად დასტურდება და შესაბამისად, არც დღევანდელი წერილია გამონაკლისი," - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა პოლიტიკური პარტიის მიერ დღეს გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც აქცენტი საქართველო - ამერიკის ურთიერთობებზე კეთდება. 

როგორც თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამწუხაროდ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის (საქართველო/ამერიკა) თანამშრომლობა შორსაა პარტნიორული ურთიერთობებისგან და ამას მოწმობს ის მიდგომაც, რომელიც შტატებს საქართველოს მიმართ გააჩნია. კერძოდ, ეს არის ვასალური დამოკიდებულება, დაუმსახურებელი კრიტიკა, საკუთარი გავლენების გაზრდის სურვილი და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის დაუფარავი მცდელობა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი გამოვაქვეყნეთ და მნიშვნელოვანია ის იმდენად, რამდენადაც „ხალხის ძალამ“ საზოგადოების პოლიტიკურ-კულტურული გარდატეხა მოახდინა. ამ წერილების მიმართ საზოგადოების ნდობა განმტკიცებულია, რადგან ჩვენს მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილი თითოეული თემა საბოლოო ჯამში ფაქტებით დასტურდება და შესაბამისად, არც დღევანდელი წერილია გამონაკლისი. რაც შეეხება წერილის შინაარს, ის ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში. აშშ-ს ელჩი ჩვენ გვიწუნებს ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ, როცა აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 575 მილიარდი აშშ დოლარია და ჩინური ინვესტიცია შტატებში 35 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობას, ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის 860 მილიარდი დოლარია. გამოდის, რომ მოქმედებს პრინციპი - რაც შეიძლება დიდი ძმისთვის, აკრძალულია პატარისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასამართლიანი პოლიტიკური მიდგომაა.

საქართველო  არის პატარა სახელმწიფო, რომელმაც უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი. ჩვენ დღეს კარგი პოლიტიკური შესაძლებლობა გვაქვს. სახელისუფლებო გუნდი ძალიან პრაგმატულად და წარმატებულად იყენებს ამ შესაძლებლობას. ჩვენი წერილი ეხებოდა იმ დაყვედრებულ 6 მილიარდს, რომლის შესახებაც მუდამ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის უხერხული, იმიტომ, რომ არის ტყუილი - ქართული სახელმწიფოსათვის 30 წლის განმავლობაში გამოყოფილი და ჩვენთან შემოსული იყო 4 მილიარდი დოლარი და აქედან ძალიან დიდი ნაწილი მოხმარდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოყვანას და შემდეგ მის ხელისუფლებაში დატოვებას. დღესაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი თანხებისა, რომელიც ირიცხება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხმარდება ამ პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს და ამ თანხების ძირითადი გამტარი გახლავთ არასამთავრობო სექტორი," - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.