ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, აშშ ჩინეთთან ვაჭრობენ, ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ორმაგად ჯდება - ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ

ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, აშშ ჩინეთთან ვაჭრობენ, ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ორმაგად ჯდება - ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ

ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებულო შტატები ჩინეთთან ვაჭრობენ, ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ორმაგად ჯდება - ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვინმემ კი არ უნდა იეჭვიანოს, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, არამედ პირიქით, მხარი უნდა დაუჭირონ და პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, უფრო მეტად უნდა შეიტანონ წვლილი ამ პროცესში“.

„მაშინ როდესაც ევროკავშირი, დასავლური ქვეყნები, ამერიკის შეერთებულო შტატები ურთიერთობს ჩინეთთან, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური ბრუნვა აქვს მსოფლიო მასშტაბით, ლოგიკურია, რომ ჩვენი ინტერესიც არის ის, რასაც პარტნიორები აკეთებენ. პარტნიორები, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები ვაჭრობენ ჩინეთთან. ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ჯდება ორმაგად. ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ეს სივრცე გამოსაყენებელია და მეორე - თუკი შენი სტრატეგიული პარტნიორო ამბობს, რომ ის ურთიერთობს და თანამშრომლობს, ეს შენთვისაც არის მისაბაძი მაგალითი. ამიტომ აქ ორი აზრი არ არსებობს. ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ," - განაცხადა ოხანაშვილმა.