განცხადება იყო როგორც შეურაცხმყოფელი, ასევე დისკრიმინაციული ხასიათის, - ასე შეაფასა გივი მიქანაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს შეურაცხყოფის გარდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი. ისინი პირდაპირ გადადიან შეურაცხყოფაზე, გადადიან ჩვენი საზოგადოების ძალიან სენსიტიური სეგმენტის დისკრიმინაციულ მოხსენიებაზე. როგორც ჩანს, ამ ტერმინოლოგიის შინაარსიც არ აქვთ გათავისებული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიცია“, - განაცხადა მიქანაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „აუტისტად“ მოიხსენია.