კალცონა:

კალცონა: "კვარაცხელია სამ კომპონენტში თუ მოუმატებს, დარწმუნებული ვარ, ოქროს ბურთს მოიგებს"

სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც “ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა აღნიშნა, ხვიჩას სამ კომპონენტში სჭირდება გაუმჯობესება, რასაც თუ მოახერხებს, ოქროს ბურთის მოგებასაც შეძლებს.

„გუნდში და სატურნირო ცხრილში არსებული პრობლემების გამო ძალიან ცოტა დრო მქონდა სამუშაოდ და ვერ მოვახერხე ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოგვარება. რა აკლია კვარაცხელიას? ევროპის ჩემპიონატზეც ვხედავთ ბევრ ხარისხიან ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. კვარაცხელია ამას მხოლოდ ხანდახან აკეთებს. გარდა ამისა, მან უნდა ისწავლოს მოედნის ბოლო 30 მეტრში უკეთ დარტყმა, უფრო პროდუქტიული უნდა იყოს ნახევარდაცვაშიც. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას მოახერხებს, ის ოქროს ბურთს მოიგებს, დარწმუნებული ვარ“, - თქვა კალცონამ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის“ მიმდინარე წლის თებერვლიდან სეზონის ბოლომდე ავარჯიშებდა.