გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: პოლიტიკური ოპონენტის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უბოროტესი ნაცსექტის ერთ-ერთი განსახიერება, კაცთმოძულეობა ღალატის პარტიის წარუშლელი პორტრეტია

გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: პოლიტიკური ოპონენტის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უბოროტესი ნაცსექტის ერთ-ერთი განსახიერება, კაცთმოძულეობა ღალატის პარტიის წარუშლელი პორტრეტია

გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავს ბოროტ არსებებს არაფერი აქვთ საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასთან  - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების შეურაცხყოფა მეტყველებს მისნაირთა უმახინჯეს ე.წ. პიროვნულ მახასიათებლებზე,  -  ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი კობახიძეს "ძალიან აუტისტ ადამიანს" უწოდებს.

ანალიტიკოსის თქმით,  აზრი არ აქვს, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვაშაძის განცხადების გამო ბოდიშს მოიხდის თუ არა, ვინაიდან კაცთმოძულეობა ამ პარტიის მახასიათებელია.

"გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავს ბოროტ არსებებს არაფერი აქვთ საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასთან  - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების შეურაცხყოფა მეტყველებს მისნაირთა უმახინჯეს ე.წ. პიროვნულ მახასიათებლებზე.

აზრი არ აქვს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ბოდიშს მოიხდის თუ არა ამ ფსევდოადამიანის, გიორგი ვაშაძის სიძულვილის ენის გამო, რადგან კაცთმოძულეობა ღალატის პარტიის წარუშლელი, სამარცხვინო პორტრეტია.

აუტისტი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა. პოლიტიკური ოპონენტის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უბოროტესი ნაცსექტის ერთ-ერთი განსახიერება.

ტელეწამყვანისგან, რომელმაც ეს ბოროტი რეპლიკა ეთერში გაუტარა, არ მიკვირს, რადგან ქართული ოპოზიციური მედიის დიდ ნაწილში სიბნელე და უკუნია.

"მეხუთე კოლონის" ერთ-ერთ ტოქსიკურ ტელეარხზე ნაცდეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი „აუტისტად“ მოიხსენია. ვაშაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე "აუტისტი" ადამიანია, ის ხალხს არ ესაუბრება და იზოლაციაშია." - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.