ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკ-ფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან.
„კომენტარს არ გავაკეთებ ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე. ევროკავშირს აქვს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკ-ფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.