ზაალ ანჯაფარიძე: თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა

საინტერესოა, მაინც რამდენჯერ უნდა მოიტყუოს თანაც საჯაროდ? მე მგონი მისთვის ამას მნიშვნელობაც აღარ აქვს უკვე, იმდენად ცხოვრების წესად გადაიქცა მისთვის ტყუილი. ხალხს ალბათ სათვალავიც კი აერია მისი ტყუილების, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ზუსტი ინფორმაცია აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“. 

ანჯაფარიძის თქმით, თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა.

„თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა.

საინტერესოა, მაინც რამდენჯერ უნდა მოიტყუოს თანაც საჯაროდ? მე მგონი მისთვის ამას მნიშვნელობაც აღარ აქვს უკვე, იმდენად ცხოვრების წესად გადაიქცა მისთვის ტყუილი. ხალხს ალბათ სათვალავიც კი აერია მისი ტყუილების.

ის იტყუებოდა 2017 წელს ადგილობრივი არჩევნების დროს, როდესაც სერიოზული სახით ირწმუნებოდა, რომ სანდრა რულოვსი დამაჯერებლად იგებდა ზუგდიდის მერის არჩევნებს. ეხლაც თურმე ზუსტად იცის თუ ვინ მიიღო კაბინეტში ბიძინა ივანიშვილმა და რა უთხრა....  
ატროფირებული აქვს მას ტვინის ის უჯრედი და სინდისის ის ძარღვი, რომელიც ეტყოდა, რომ ტყუილი ცუდია   “, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.