პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ხერხემალია

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ხერხემალია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის (საია) ახლად გახსნილ ოფისში იმყოფებოდა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

„ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

amo როგორც ირკვევა, დემოკრატია ძალიან საშიში ფენომენია.
4 თვის უკან