იაგო ხვიჩია: ერთი მხარე მეორეს გაერთიანებას სთავაზობს და მეორე ეუბნება, ნუ გვეტენებიო, ეს არის აბსურდი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ხდებოდეს

იაგო ხვიჩია: ერთი მხარე მეორეს გაერთიანებას სთავაზობს და მეორე ეუბნება, ნუ გვეტენებიო, ეს არის აბსურდი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ხდებოდეს

ერთი მხარე მეორეს როდესაც გაერთიანებას სთავაზობს და მეორე ეუბნება – ნუ გვეტენებიო, ეს არის აბსურდი, რაც შეიძლება ქართულ პოლიტიკაში ხდებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გაერთიანებას რომ ვერ ახერხებს, ამაში „ქართული ოცნების“ ხელს ხედავს.

„ოპოზიციას „განაცება“ არ სჭირდებათ, ისედაც ნაცები არიან. როგორც ერთი ცნობილი ნაციონალი იტყოდა, მათ ე.წ. რექონზილიეიშენი სჭირდებათ. დიდი ხანია ამ ღონისძიებას მივესალმებით, მაგრამ საშველი რომ არ ადგებათ და ვერ ერთიანდებიან, ამაში „ქართული ოცნების“ ხელს ვხედავ. არასერიოზული საუბარი საერთოდ არ მოგვწონს, როცა ერთი მხარე მეორეს სთავაზობს გაერთიანებას და მეორე ეუბნება, ნუ გვეტენებიო. ეს არის აბსურდი, რაც შეიძლება ქართულ პოლიტიკაში ხდებოდეს. როცა წინადადებაა ერთმანეთს ეუბნებიან, ნუ „გვეტენებიო“ და რატომ ეუბნებიან, არ ვიცი. მიხეილ სააკაშვილმა რა წინადადებაც დააყენა, ასპროცენტიანია „ნაცურ“ ოპოზიციასთან. არ ვიცი, სააკაშვილმა რა წინადადება უნდა დადოს, რომ მისი ყოფილი თუ მოქმედი თანაგუნდელები დათანხმდნენ ან იმაზე უკეთესი წინადადება როდის დაუდიათ? „ნაცმოძრაობა“ ბევრ რამეს თმობს და ამაზე უარს ნაცური პარტიები ამბობენ, რაც უცნაურია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.