მიხეილ დაუშვილი: „ლელოს“ ვუსურვებთ, პარლამენტში ისე მოხვდნენ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ისე შეიძინონ, რომ სრულად არ განაცდნენ

მიხეილ დაუშვილი: „ლელოს“ ვუსურვებთ, პარლამენტში ისე მოხვდნენ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ისე შეიძინონ, რომ სრულად არ განაცდნენ

„ლელოს“ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ, ადრეც წარმატებას ვუსურვებდით, როდესაც თავს გვესხმოდნენ და ჩვენ ამას არ ვაკეთებდით, მათ ახლაც წარმატებას ვუსურვებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, იყვნენ რაღაც პოლიტიკური ძალები, ვისთანაც მათ პარტიას თანამშრომლობა შეეძლება.

„ვუსურვებთ, რომ პარლამენტში ისე მოხვდნენ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ისე შეიძინონ, რომ სრულად არ განაცდნენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენც გვჭირდება, რომ რაღაც პოლიტიკური ძალები იყვნენ, არა „ნაცმოძრაობა“ და არა „ოცნება“, ვისთანაც რაღაც ტიპის თანამშრომლობა შეგვეძლება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.