მექაში ჰაჯის დროს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექაში ჰაჯის დროს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექაში ყოველწლიური ჰაჯის დროს სიცხისგან 577 პილიგრიმი დაიღუპა.

გარდაცვლილთაგან 320 – ეგვიპტის, 60-მდე კი იორდანიის მოქალაქეა.

ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღემატება. სხეულის გადახურებისგან 2000-მდე ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.

მუსლიმთა წმინდა ადგილას 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.