ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩს ეხმაურება.
„საქართველო, რომელიც პირველად თამაშობს ევროზე, მამაცურად იბრძოდა და კინაღამ გაათანაბრა ანგარიში“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, არდა გულერი ისტორიაში მესამე მოზარდი გახდა, რომელმაც სადებიუტო ევროზე გოლი გაიტანა.
საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა.