რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე: ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს - ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?

რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე: ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს - ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?


რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე - ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს - ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?


CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის.

„რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა.

შემდეგი კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ.“- განაცხადა რობინ დანიგანმა.

 

amo იმიტომ, რომ თქვენი შემხედვარე მრეწველობის (და სოფლის მეურნეობის) გარეშე დავრჩით. იყიდე, გაყიდეზე დაგვტოვეთ.
5 თვის უკან
მერაბ.g ჯერ ერთი აშუშუს ტრილიონიანი წლიური სავაჭრო ბრუნვა აქვს ჩინეთთან! ამ შემთხვევაში არაა ჩინეთი უკრაინის ომში რუსის მხარდამჭერი?
მეორე - ამ ხნის მანძილზე აშუშუს ვინ დაუშალა შემოეტანა ინცესტიცია და აეშენებინა ანაკლია? არ ქნა იმიტომაც რატომაც ამ 30 წელში არცერთი ქარხანა არ აუშენებია აქ - არ უნდა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება!
5 თვის უკან