თუკი ვინმეს [ლგბტ] პროპაგანდისა და მისი საშიშროების არ სჯერა, სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს. უკვე ყოველი მეოთხე აიდენტიფიცირებს თავს როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლად. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, ეს არ არის ქართული ტრადიცია და ინტერესი, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ეშინიათ.
„ოპოზიცია ამ განხილვებში მონაწილეობას იმიტომ არ იღებს, რომ მათ აქვთ პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ. არ არიან იმდენად მამაცნი, რომ გამოვიდნენ და თქვან - დიახ, სწორედაც რომ ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას. როგორც კი ჩვენს მომხრე პოზიციას დააფიქსირებენ, ალიყური მოხვდებათ თავიანთი პატრონებისგან, დონორებისგან და იმ წუთას გადაეკეტებათ მათ და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური წყაროები“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება.