პრემიერი: ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს

პრემიერი: ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს" უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არის „ლელოს" უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, "ლელო" „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯაფარიძემ ამით თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას.

„ეს საოცარი განცხადება იყო, წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგვცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებითო. თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, მანამდე არ უნდა აჩვენონ ერთობა და მერე გაერთიანდნენ. ამომრჩეველს ასე როგორ მოვატყუებ", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერაბ.g ხანდაზმული თაღლითებისთვის ადამიანების მოტყუება პირადი სარგებლისათვის, არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ცხოვრების წესია მათი! ძალიან არ მინდა, რომ გახარია ლელოს გაუერთიანდეს - დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში დღეს გახარიას ბევრი მხარდამჭერი ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე, ან ოცნებას დაუბრუნდება! გასაგებია, რომ გახარიას სრულყოფილი კამპანიისთვის ფულის პრობლემა აქვს, მაგრამ ხაზარაძის გვერდით დგომა გაცილებით მეტს დააკარგვინებს!
ჩემთვის ხაზარაძის გვერდით დგომა "გავნოვოზ" გუბაზის და ჩაჯვი გვარამიას გვერდით დგომის ტოლფასია!
5 თვის უკან