კახა კალაძე გახარიას და „ლელოს“ სავარაუდო თანამშრომლობაზე: ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე გაერთიანდნენ და ა.შ.

კახა კალაძე გახარიას და „ლელოს“ სავარაუდო თანამშრომლობაზე: ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე გაერთიანდნენ და ა.შ.

გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც „ლელო“. რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიასა და პარტია „ლელოს“ სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ მედიის დასმულ შეკითხვას.

„გახარია და „ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან და რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ.“, - აცხადებს დედაქალაქის მერი.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მასთან ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაა.