იაგო ხვიჩია: რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ და რასაც ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აკეთებს, ევროპისგან ყველაფერს ველოდები

იაგო ხვიჩია: რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ და რასაც ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აკეთებს, ევროპისგან ყველაფერს ველოდები

რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ და რასაც ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აკეთებს, ევროპისგან ყველაფერს ველოდები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მას ჰგონია, რომ ხელისუფლებას საკუთარი რიტორიკა იზოლაციაში აგდებს და იზოლაციის ბოლო გაჩერება კი სანქციებია.

„პასუხი 24-ში იქნება თუ 34-ში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცნაირად მგონია, რომ ხელისუფლებას საკუთარი რიტორიკა იზოლაციაში აგდებს და იზოლაციის ბოლო გაჩერება სანქციებია, რაზეც ამერიკელებმა უკვე ღიად განაცხადეს და ევროპელებიც ამაზე ასე თუ ისე ლაპარაკობენ. ინფორმაცია არ მაქვს, ევროპელები ამას ახლა აპირებენ თუ მომავალში, მაგრამ ისინიც შეიცვლიან ქცევას“, – განაცხადა ხვიჩიამ.