რომან გოცირიძე: ევროპისა და ამერიკისთვის წყალგამყოფი არის არჩევნები, რომელიც თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება

რომან გოცირიძე: ევროპისა და ამერიკისთვის წყალგამყოფი არის არჩევნები, რომელიც თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება

ევროკავშირის მხრიდან ამა თუ იმ ფორმით სანქციები გარდაუვალია, მაგრამ ევროპისთვის და ამერიკისთვის წყალგამყოფი არჩევნებია. არჩევნები თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ბიძინა ივანიშვილს სანქციები სანატრელი გაუხდება. ამიტომ მთავარი სიგნალია – არჩევნებამდე ოთხი თვე დარჩა და ძალადობას შეეშვით, არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩაატარეთო. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, მერე რა, თუ ამერიკაში არ შეგვიშვებენო, ეს არის დამღა. ეს ნიშანი ექნება 84 დეპუტატს, როგორც მოღალატეებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

მერაბ.g ეს ვის დაკარგვია, ამას სიაში ვინ ჩასვამს - შეიძლება მაჭუტაძემ ან ჩარკვიანმა, რომელიმემ ჩასვას თავისი პარტიის სიის "გამსვლელ" 58-ე ნომრად, ან უნდა შეძვრეს იქ, საიდანაც გამოძვრა, წაკუზული ეახლოს მეცოცხეებს და ისინი ჩასვამენ ზუსტად ისევე "გამსვლელ" 25-ე ნომრად :))
5 თვის უკან