ათიათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბილეთის საფასური იყო 195 ევრო, რამაც გაუმარტივა გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება.
„ხვალ საქართველოს ნაკრები იწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველოდით მრავალი წლის განმავლობაში დს კიდევ უფრო მძაფრად ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური და პირველად ისტორიაში, ხვალ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე აღიმართება საქართველოს დროშა, აჟღერდება საქართველოს ჰიმნი და წარმოუდგენელი ემოციაა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის და თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათიათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი. 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც გაუმარტივა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ისინი ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპი8ს ჩემპიონატის საგზური. ცვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მინდა, მათ ვუსურვო გამარჯვებები. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ჟინით ისინი აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ მნიშვნელოვან წარმატებას", - განაცხადა პრემიერმა.